• fb
  • y
  • fli
  • tw
  • +995 032 2 723535
  • საქართველოს თავდაცვის
    სამინისტრო
  • Ministry of Defence of
    Georgia
14 ნოემბერი 2017

M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსი

ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე „M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან 40 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელიც მოგვიანებით სხვა ჯარსიკაცებს მოამზადებს. დღეს, სწავლების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი როინ ფაილოძე გაეცნენ.


კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით, პირველ ეტაპზე პირადმა შემადგენლობამ იარაღის მახასიათებლები შეისწავლა და მისი დაშლა-აწყობასა და მოვლა-შენახვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განავითარა. სწავლების პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში კი, კურსის მონაწილეები უახლესი ამერიკული ტყვიამფრქვევიდან საწყისი სროლის პირველ, მეორე სავარჯიშოებსა და საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებს ასრულებდნენ.


„M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის“ კურსი 7 ნოემბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. სწავლება საქართველოში პირველად ტარდება.

Print