სამშვიდობო მისია
ერაყში, ქ. ტიკრიტში, პირველად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სამედიცინო ჯგუფი (70 სამხედრო სამედიცინო პერსონალი) და საინჟინრო ოცეული 2003 წელს გაემგზავრნენ.
კოალიციური ჯარების შემადგენლობაში 2004 წელს მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა, ხოლო 2005 წლიდან კი სამშვიდობო მისიის შესრულება 850 ჯარისკაცმა განაგრძო.
ორი წლის შემდეგ, 2007 წლის ივლისიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ერაყში სამშვიდობო მისიით ქ. ალ კუტში (ვასიტის პროვინცია) მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.
2008 წლის იანვარში III ქვეითი ბრიგადა I-მა ქვეითმა ბრიგადამ ჩაანაცვლა. ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად დისლოცირებული იყო ბაზა “დელტაზე” (ვასიტის პროვინცია) 1500 ჯარისკაცით, ბაზა “ქლეარზე” – 350 და ქ. ბაღდადში – 150 სამხედრო მოსამსახურით. I ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები სამშობლოში 2008 წლის აგვისტოში დაბრუნდნენ.
© 2013 წელი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო